რეზონანსი
19.09.2020

„არავის არაფერში არ უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი ყოველღიური შრომით, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საზოგადოებამ ერთად შრომით უნდა მიაღწიოს იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

„დიდი პატივია ვანში, ანტიკურ ქალაქში თქვენთან ერთად მომავალზე საუბარი, მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც დიდ ემოციებს იწვევს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა სამწუხაროდ, ისეთი მდგომარეობაშია, რომ ბევრი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობ: გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგხვდა, სადაც ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ბავშების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ვანში, 24 საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს? მარტივ, ელემენტარულ საკითებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდასოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა როგორც წყალმომარაგება, ასევე სანიაღვრე არხები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×