რეზონანსი
18.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს“ - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი მომხდარში ხევსურთსოფლის რწმუნებულს ადანაშაულებს, რომელიც ასევე მეჭიაურის თანაგუნდელია. დაზარალებული კრიტიკული მდგომარეობით რეანიმაციაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×