რეზონანსი
18.09.2020

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მუშაობას უწუნებს და მას "ოროსან მინისტრად" მოიხსენიებს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანას ალბათ ბედი გაუღიმებს, თუ ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის ვიხილავთ.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლოს გასეირნება პარლამენტში. 

"ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, ძალიან კარგი სტუდენტი იყო ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი; იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს. დღეს მისი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და ალბათ ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას თუ კი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში. ეს იყო ბოლო გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის. ბოლო გამოსვლა, როდესაც მათი სიამაყე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად დამთავრდა კრახით, დღეს უკვე 200-მდეა და ყოველ კვირეული 200-მდე ასე თუ გაიზარდა სომხური სცენარით მივდივართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (19.09.2020)
ცდებით, ბატონო, ეს ქალბატონი ფრიად აქტიური მინისტრია და წინამორბედებს ჯობს. არასახარბიელო სიტუაციაა მთელს მსოფლიოში, რა მისი ბრალია!? თქვენი მოღვაწეობაც გვახსოვს, ნამდვილად, არ ბრწყინავდით!

დ.დ.   (18.09.2020)
ეს მართლაც და სირი,სხის შეფასებას როგორ ბედავს. ფუჰ, შენს კეთილებს........! ვერასოდეს გამოძვრები მიხუინის ნაციდან.ჩალპები შიგ!

დ.დ.   (18.09.2020)
ეს მართლაც და სირი,სხის შეფასებას როგორ ბედავს. ფუჰ, შენს კეთილებს........! ვერასოდეს გამოძვრები მიხუინის ნაციდან.ჩალპები შიგ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×