რეზონანსი
18.09.2020

მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. "ნიუპოსტის" ცნობით, დანაშაულის მოტივი წარსულში ჩადენილ მკვლელობას უკავშირდება.

ორ ოჯახს შორის დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მზია კვიციანს ოჯახის კუთვნილი ჯიხურიც კი დაუწვეს.

როგორც ირკვევა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში კვიციანსა და მის მეუღლეს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი სახლის სახურავზე იმყოფებოდნენ. დაჭრილი მზია კვიციანი მესტიის საავადმყოფოში იმყოფება. 55 წლის ქალს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ნიუპოსტი მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს. გამოძიება 19,108 - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236 -იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×