რეზონანსი
18.09.2020

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი სახლში დედამ იპოვა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ახლგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, დაპირისპირებაა. როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა, აღნიშნული ინფორმაცია კი, ბექაურს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან, შალვა კერესელიძესთან მიჰქონდა.

გიორგი ხუმარაშვილის დედა ამბობს, რომ ახლაგაზრდაზე ზურაბ ბექაურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მუდმივად იყო და მისმა შვილა ზეწოლას ვერ გაუძლო.

ზურაბ ბექაურმა გიორგი ხუმარაშვილის დედის ბრალდება უარყო.

"აბსურდია ჩემი მხრიდან როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს ვის რაში სჭირდებოდა? გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი. მე ორივე - დედა-შვილი გუშინ აბსოლუტურად საღსალამათი დავტოვე და ამის მერე რა მოუხდათ სახლში და რა გააკეთეს, ეგ ჩემი საქმე არაა. გიორგი ჩემი მეგობარია, დედამისი კი, ჩათვალეთ, რომ ჩემი დაა, ასეთი ახლობელი ოჯახია. გიორგი მე მივიყვანე თამაზთან მძღოლად, დედამისმა მთხოვა, სამსახური უნდაო და მეც დავეხმარე. არ ვიცი, რა მოხდა, მართლა მიკვირს. დედამისს დავურეკე და არ მპასუხობს. დედამისმა გუშინ მთხოვა, გიორგი თბილისში წამეყვანა, 5-ჯერ დამირეკა, მაგრამ როცა მოვახერხე, მაშინ მივედი. გიორგი იმდენად აგრესიული იყო, ასეთი არ მინახავს - იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, დედის გინება. მოტივი ის იყო, რატომ მალე არ წამიყვანე, რაღაც საქმე გამიფუჭეო. არც უთქვამს მანამდე, ასეთი აუცილებელი საქმე თუ ჰქონდა და საიდან დამესიზმრებოდა?

სანამ მე მათთან ვიყავი, მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით შეხება. როცა წავედი, ოჯახში დარჩნენ დედა-შვილი და მათი სტუმარი. გიორგიმ ადრეც გადაიჭრა ვენები. ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ბიჭი, მაგრამ რასაც ავრცელებენ, ყველაფერი აბსურდია", - განაცხადა ზურან ბექაურმა "კვირისპალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×