რეზონანსი
18.09.2020

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება.

დავით ფურცხვანიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. მისივე განმარტებით, ის ანალიტიკურ სააგენტოს ფლობს და „დიდ საქმეს" იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

ცნობისთვის, პრიკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×