რეზონანსი
18.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს.

როგორ ის აღნიშნავს, ნიღბის ტარება და დადგენილი რეგულაციების შესრულება ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა გახდეს.

„ინფექცია ჩვენთან ერთად არის, კოვიდი არსად გამქრალა, ის ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტრიალებს. ილუზია შევქმენით ივნისსა და ივლისში, რომ თითქოს კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. ჩვენ ვამბობდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ მარტო აღებული საქართველო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დაამარცხებდა, ის მთელმა მსოფლიომ უნდა დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ მოგვიწვს მასთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მაინც. ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება",- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გაზაფხულთან მიმართებით კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა.

„თუ გაზაფხულზე ძლიერი შეზღუდვები, კარანტინი, ჩაკეტვები იყო, ეს უკვე ნაკლებად არის რეკომენდირებული, რადგან ქვეყნები იზოლირებულები ვერ იქნებიან თვეობით და წლობით. ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დაუბრუნდნენ. ამიტომ, თუ მაშინ სლოგანი იყო - „დარჩით სახლში", ახლა არის სლოგანი - „ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტაცია კორონავირუსთან ერთად". ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, სამედიცინო სექტორი მზად იყოს, რათა აღმოჩენილ შემთხვევებს სწრაფად ვუმკურნალოთ და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა",-განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×