რეზონანსი
18.09.2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქურდობის სამი ფაქტი მოხდა. ორი ქალაქის ცენტრში, ერთი კი ქვედა ჩხოროწყუში.

ჩხოროწყუს ცენტრში მშვიდობის # 7-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნოდარ ცირდავას თქმით, წუხელ დაახლოებით სამ საათზე მისი მაღაზიის კარები გატეხეს და სალაროდან 350-400 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

მისივე ინფორმაციით, გამთენიისას ასევე გაიქურდა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე აფთიაქი და ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ბენზინგასამართი სადგური.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×