რეზონანსი
18.09.2020

დღეს პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საერთო ჯამში 5 ვიდეო და აუდიოჩანაწერი აჩვენეს. მათგან ორში თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებაც ჩანდა. საგულისხმოა, რომ ყველა ჩანაწერი მოსასმენად ემოციურად საკმაოდ მძიმე იყო და ის გარდაცვლილი გოგონას ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახავდა. ყველა ჩანაწერში ის საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა.

პირველ ორ ვიდეოში, სადაც თავად თამარ ბაჩალიაშვილი ჩანდა ამბობდა, რომ მას პრობლემები როგორც სამსახურში, ისე უნივერსიტეტში, მეგობრებთან ურთიერთობისას და პირად ცხოვრებაში ჰქონდა. ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა სწავლის მიმართ და ფიქრობდა, რომ პარიზში განათლების მიღებას ვეღარ გააგრძელებდა. ამ ვიდეოში თამარი საკუთარი თავის ზედმეტად კრიტიკული შეფასებით გამოირჩეოდა. ამბობდა, რომ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან ბოლო პერიოდში წონაში მოიმატა. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ის გასახდომ ჩაის მოიხმარდა და საკუთარ თავს მიზანიც კი დაუსახა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წონაში დაიკლებდა. ამავე ვიდეოში ბაჩალიაშვილი თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანების მიმართ უფრო თბილი და უკონფლიქტო უნდა იყოს…  

რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა მხოლოდ აუდიოჩანაწერები მოისმინეს. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი ემოციურად საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო, რადგან ყველა ჩანაწერი მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავდა და ფაქტობრივად ყველა მათგანში 23 წლის გოგონა ტიროდა.

აუდიომასალებში თამარ ბაჩალიაშვილი თავის უფროსს, ნიკა გეჯაძესაც შეეხო. როგორც ცნობილია მას ამ პიროვნებასთან გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა. ბაჩალიაშვილი ამ ჩანაწერში გეჯაძის მიმართ არსებულ სიმპათიაზე საუბრობს, თუმცა მათი ურთიერთობის გაგრძელება ვერ მოხდა. ბაჩალიაშვილი ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური რაც პროკურატურაში ჟურნალისტებმა მოვისმინეთ ბოლო აუდიოჩანაწერი იყო. ამ მასალაში ბაჩალიაშვილს თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის სუიციდით დასრულება. ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ყველა გზა იცოდა, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა – „არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ.“

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
აჩიკო   (19.09.2020)
ეხლა ეს მოიგონეს, მოკლედ ქოცებო ბევრი აღარ დაგრჩათ და ყველა დანაშაილზე აგებთ პასუხს ვიმედოვნებ

უცხო   (18.09.2020)
რა სისულელეა. ხალხს ასულელებენ!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×