რეზონანსი
18.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ექსპეტრიზის დასკვნა წარადგინა, სადაც 23 წლის პროგრამისტის 18 ივლისის სრულ მარშუტზე.

პროკურატურამ განცხადება გააკეთა ბაჩალიაშვილის ჰაკერულს საქმიანობაზე:

"რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Apple-ის მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ Samsung-ის ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. ჰაკერული ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.

ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება Technology/Internet, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: Pornography", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (18.09.2020)
ჟურნალისტებო თქვენ ნორმალურები ხართ? რა სათაურებს დებთ თქვე არანორმალურებო. ხომ ხართ ღირსი რომ გაგინოთ კაცმა. ბაჩალიაშვილების ცოდვამ არ გაგახარათ თქვე ფარჩაკებო

დათუნია   (18.09.2020)
სტატიის სათაური "მაგარი" შეგირჩევიათ! ყვითელი გაზეთი კი ხართ მაგრამ ცოტა სინდის ნამუსიც უნდა იქონიოთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×