რეზონანსი
18.09.2020

პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული მასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

როგორც დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ მას ანალიტიკური სააგენტო აქვს და „დიდ საქმეს" იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

„ვადასტურებ, რომ ეს ფოტოები მე მქონდა და ადვოკატს მე მივაწოდე, სხვა საკონტაქტო პირი ამ საქმეში არ მყოლია. უცხოეთიდან მოვიპოვე, წყაროს უფრო კონკრეტულად არ დავასახელებ. ჩემმა პარტნიორმა მეგობრებმა გამომიგზავნეს. ვიძიებ დიდ საქმეს, რომლის ნაწილიც არის ეს მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, მე თვითმკვლელობის ვერსიას არ ვემხრობი. ანალიტიკური სააგენტო მაქვს და ამ და სხვა ტიპის საქმეებს ვიძიებ. ბაჩალიაშვილის საქმე ამ დიდი საქმის შემადგენელი ნაწილია.

პროკურატურას ბევრი რაღაცის საუბარი შეუძლია, რაც უნდა დაამტკიცოს. თუ ეს მონტაჟი და ყალბია, სახელმწიფო სტრუქტურას სრული შესაძლებლობა აქვს, გამოითხოვოს ასეთივე ფოტოები და დაადასტუროს საპირისპირო", - განაცხადა ფურცხვანიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×