რეზონანსი
18.09.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 58 წლის კაცი გუშინ საღამოს შემდეგ არ გამოჩენილა, დღეს დილით კი მეზობლებმა, მდინარე მუნჩიას ნაპირზე კაცის ტანსაცმელი იპოვეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს.

რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად მაშველებმა ცხედარი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×