რეზონანსი
18.09.2020

დღეს როგორც ჩანს, იქნება მთავრობის ბოლო პრეზანტაცია, მათი წარუმატებელი საქმიანობის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლარის კურსის გაუფასურებას და პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მისვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობამ არ გაითვალისწინა ის რჩევები, რომელსაც ოპოზიცია აძლევდა, შესაბამისად, ლარის კურსის დაჭერის ერთადერთი მექანიზმი - ეროვნული ბანკის ინტერვენციები დარჩა.

"მთავარი კითხვა მთავრობასთან, რომელსაც დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოდგენს იქნება - სად არის თქვენი ნაქები ანტიკრიზისული გეგმა, რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა, რატომ არის დღეს ლარი ჩამოშლილი, რატომ არ უფასურდება ეროვნული ვალუტა სომხეთში, აზერბაიჯანში და რატომ არის, რომ პანდემიის კრიზისმა ყველაზე მძიმედ და დამანგრევლად გადაიარა საქართველოზე, იმიტომ რომ ხართ არაკომპეტენტურები და ყველაფერი აგებული იყო „ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ დარჩა თვენახევარი და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ შემდეგ ჩავაბაროთ ისტორიას ეს 8 წლიანი წარუმატებელი მმართველობა,"- განაცხად გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×