რეზონანსი
18.09.2020

"ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს და ხანდახან 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება", - კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, მეუღლესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად მკურნალობს, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან, პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.

ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება მშობირობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.

ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს მეშინია ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა. ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ქონდა ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა იმსიგრძე იყო ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე ანთების ბრალი იყო 2მეტრიანი რომ გაიზარდა და არა უშველებელი მამამისის გამო. ამიტომ ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას "სასიკვდილო ვირუსს".

რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად", - წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×