რეზონანსი
18.09.2020

ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და მკვლელებს დავსჯი, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურასთან განუცხადა.

როგორც რამიშვილი ამბობს, მისთვის საინტერესოა, თუ რას შეეხება გენერალურ პროკურატურაში დანიშნული ბრიფინგი. მისივე განცხადებით, თუკი, საქმეს კვლავ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია ექნება, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტება მაინც დადგინდება.

„ვნახოთ, რა დასკვნებია მოსული და რაზე იქნება საუბარი საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გენერალურ პროკურატურაში დაინიშნა. სულ რამენიმე დღის წინ, 11 შუამდგომლობა ჩავაბარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. მაინტერესებს, ეს ბრიფინგი „ვილა ალგეთთან" და იმ გარემოებასთან თუ არის დაკავშირებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმკვლელობის კვალიფიკაციას. ეს ყველასთვის დამღუპველი იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მფარველობენ. რაც არ უნდა გააკეთონ, რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ, რაც არ უნდა ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ თითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დარჩება და ამით დაასრულებენ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებ ამ საქმეს. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და იმ მკვლელებს ყოველთვის დავსჯი. ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვლის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×