რეზონანსი
18.09.2020

ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. თუ რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში თბილისურ ამბავს, ახალი ამბების სააგენტო "პია" გვთავაზობს:

იგორ ლებედევი (დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილი): „მარცხი გამოწვეულია დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. 

„დინამომ“ „ზენიტს“ მოუგო და „ლოკომოტივთან“ წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს."

ლევ ლეშჩენკო (სახალხო არტისტი): „სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ, ეს სირცხვილიც აღარ არის. თბილისის „ლოკომოტივი“ სამოყვარულო გუნდია, ბიუჯეტიც არ აქვთ, არც არაფერი. მათ ფონზე კი, „დინამო“ უფრო ცუდად გამოიყურებოდა. არ მესმის რა სახის ფეხბურთს თამაშობენ, ვცდილობ ამის გარკვევას, მაგრამ არ შემიძლია.

რა არის საქართველო? ევროპა? ჩვენ არ ვართ ევროპაში სათამაშოდ მზად. იქნებ უკეთესიც იყოს, რომ გავვარდით. მათ არ ესმით, რომ დიდ გუნდში თამაშობენ, თითოეულ მოთამაშესთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: არ გრცხვენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? ქართველებს ორი შეტევა ჰქონდათ და ორივე გოლი გაიტანეს".

ვასილი უტკინი (სპორტული ჟურნალისტი): „ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი არაა. „დინამოს“ გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია. წაგება - კატასტროფა. გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.“

სერგეი კირიაკოვი (დინამოს ყოფილი შემტევი): „სირცხვილი? ეს ყველაზე მსუბუქი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია“.

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების შემტევი): „გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის „ლოკომოტივი“... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის „დინამო“.

სტატისტიკაში „ლოკომოტივის“ შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა. „დინამოსთვის" - საზიზღრობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ლაშა   (18.09.2020)
წარმატებას ვულოცავ. მოსკოვის "დინამო" დიდი წარსულის მქონეა და მისი დამარცხება მართლაც დასაფასებელია. სპორტს პოლიტიკასთან არ ვაკავშირებ, შესაბამისად, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად უნდა შეებრძოლონ, რუსსაც, ესპანელსაც, ფრანგსაც და ჩინელსაც. ზოგი იმდენად ბოღმიანია, ამ გამარჯვებაშიც ბნელი მხარის დანახვას ცდილობს და გარიგებულ, ივანიშვილი მიერ მოსყიდულად ასაღებს. რას იზამ, ეგეთები არიან, გახარებული ადამიანების დანახვაც რომ აღიზიანებთ! წინსვლა "ლოკო"-ს

ბიძინა   (18.09.2020)
რაზე ვზეიმობთ და ვხტუნაობთ :) მეკარემ გაუგორა ფეხებში მეტოქეს და მანაც დარტყა -გაიტანა...... ნაყიდი თამაშია და იყიდა გიდეც პოლიტიკური ქულები ივანიშვილმა..... არჩევნების წინ ხომ უნდა გახაროს ამომრჩეველი..... საქართველო და ფეხბურთი ???? კორუფციაშია ქართული ფეხბურთი ჩაფლული. მომავალ მატჩზე სრული განადგურება ელოდება ლოკომოტივს არა ყოფილი საბჭოური გუნდიდან..... კიდე ერთ ელ აგდო ფინთი გოიმები ქართველი ხალხი ივანიშვილმა..... ისე კარგად გამოსდის ხალხის დოყლაპიობაში ყოფნა....... მე თუ მართალს არ ვამბობ შეკითხეთ ნაღდ ფეხბურთელებს ეს არ იყო თამაში მოგებისკენ......

ჭორლეონე   (18.09.2020)
თქვენი მონგოლი დედები ხომ მოტყნეს ქართველებმა გუშინ მესხიზე, მეორე რაუნდი სოხუმში და ცხინვალში იქნება.

Robi   (18.09.2020)
Kaskdit p....ze tqveni patroni dedac ki vatire..gilocavt bichebo da sruliad saqartvelos es erti da sxva mravali...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×