რეზონანსი
17.09.2020

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძე კიდევ ერთხელ გამოკითხეს, რომელიც ინციდენტის ღამეს, წვეულებაზე დიჯეის სტატუსით იმყოფებოდა. 

საქმის პროკურორი მედიასთან ამტკიცებდა, რომ ღიბრაძემ ჩვენებაში თქვა, რომ ჩხუბში ტატიაშვილის ყველა მგზავრი მონაწილებდა. ასევე, მონაწილებდა ის ორი ახლაგაზრდა, რომლებიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდნენ, თუმცა მათი სახელები ვერ დაასახელა. ნანა გუგუტეიშვილის განცხადებით, მოწმემ ნიკა ჟვანიას ეპიზოდი სრულად გაიხსენა, თუმცა ჟვანია მხოლოდ ფიზიკურად აღწერა.

სხდომათა დარბაზიდან გამოსული ბრალდებისა და დაცვის მხარეები საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებოდნენ ჩვენებას, რომელიც დაზარალებულმა დახურულ კარს მიღმა მოსამართლეს მისცა. ადვოკატები კონსტანტინე ღიბრაძის ჩვენებაზე ამბობდნენ, რომ მან ის ორი პირი, რომელიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდა დაასახელა იდენტიფიცირების გარეშე, მაგრამ არა როგორც ჩხუბის მონაწილეები. თუმცა, ადვოკატებიც ადასტურებდნენ, რომ ღიბრაძე ახალგაზრდის მხრიდან ხელებისა და ფეხების ქნევა ნახა, მაგრამ იყო თუ არა ეს ჩხუბი უცნობია.

დღესვე დაიკითხა ლერი მჭედლიძე - იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მერსედესის ეპიზოდის დროს ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×