რეზონანსი
17.09.2020

ტრაგედია ქუთაისში - ენერგო - პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში, რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს, ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.

კომპანიის წარმომადგენელიამბობს, რომ ხაზზე დენის მიწოდება 14 საათსა და 18 წუთზე გაითიშა და მუშებმაც სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყეს.

"მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულ სადენს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელიდან არ მიწეოდებოდა ელექტრო ენერგია. ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18 წუთზე. ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა. ელექტრო ენერგია შეწყვეტილი, რომ არ ყოფილიყო ხაზზე მუშაობის დაწყებასაც, რა თქმა უნდა ვერ შეძლებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში არ აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრრდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება" - ამბობს ავთო დვალშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×