რეზონანსი
17.09.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კარანტინში ყოფნის ვადის ცვლილება არასწორად იქნა გაგებული.

მისი თქმით, 8-დღიანი კარანტინის გავლა, მხოლოდ ქვეყანაში შემომსვლელებს უწევთ და არა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა, რითიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.

„არასწორად იქნა გაგებული, ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8- დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია მათთვის არაფერი არ შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მეთორმეტე დღეს გატესტვა ამ ადამიანებისთვის. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.

ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8- დღიანი კარანტინი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×