რეზონანსი
17.09.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში არჩევნების გადადება არ განიხილება და კენჭისყრის პროცესი, როგორც გამოცხადებულია, 31 ოქტომბერს გაიმართება.

„არჩევნების გადადება არმც და არმც არ განიხილება. როგორც გამოცხადებულია, არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვადებში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი გარემო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასე რომ, არანაირი გადადება ან რაღაც სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება", - აღნიშნა ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×