რეზონანსი
17.09.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებმა თავიანთ საზოგადოებებს თანმიმდევრული შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ და კოვიდ 19 პოლიტიკურ ფეხბურთად არ უნდა იქცეს.

„მთავარია, მთავრობებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა განიხილონ მტკიცებულებები და საზოგადოებას მიაწოდონ სრული და ადვილად გასაგები ინფორმაცია, რათა ხალხმა შეძლოს შესაბამისი ზომების მიღება", - უპასუხა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის მიერ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ეხებოდა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ქვეყანამ ყველა დონეზე თანმიმდევრული განცხადებები უნდა გააკეთოს.

„აუცილებელია, რომ ყველა დონეზე თანმიმდევრული შეტყობინებები გავაგზავნოთ. ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანას, ან ორგანიზაციას აუცილებელია თანმიმდევრული შეტყობინებები მეცნიერებისგან, მთავრობისგან. აუცილებელია, პანდემიას არ დავცინოთ და არც გარკვეული სახის პოლიტიკურ ფეხბურთად ვაქციოთ,"- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×