რეზონანსი
17.09.2020

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენი არხებით მოგვდის ფრთხილი იმპულსები ჩვენი ბიზნესის აქტიორების, რომ ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრელებას. ეს შეიძლება იყო ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სიტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე ჩვენ მობილობა დავაგდე, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს მოქალაეების ჯანმრთელობასაც უნდ გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×