რეზონანსი
31.08.2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური „შემახე ამნისტიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია. იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდინფექცია.

„პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი.

აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო, და მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×