რეზონანსი
15.08.2020

ჩემთვის ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, რომ ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება და ეს ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე აღნიშნულით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

ბურჯანაძის თქმით, ტექსტი შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად სხვაგვარი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად დაიცავდა საქართველოს ინტერესებს.

„არ ვიცი, რის სანაცვლოდ იქნა რაიმე ტიპის კომპრომისი დაშვებული და რას გულისხმობდა ბაქრაძე. ჩემთვის ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი რაც კეთდებოდა, იყო საქართველოს ინტერესებისათვის საზიანო, ჩემთვის ნათელია, რომ მაშინ ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, რომ ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება და ეს ძალიან სამწუხაროა. მათ შორის ვგულისხმობ რეზოლუციაზე ხელმოწერას, ტექსტი შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად სხვაგვარი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად დაიცავდა საქართველოს ინტერესებს იმ რთულ ვითარებაშიც, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა.

მე დღესაც ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ამ ომის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა და ეს შედეგები „ქართული ოცნების" რვაწლიანი მმართველობის პერიოდში ერთი ნაბიჯითაც კი არ გამოსწორებულა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
linda   (16.08.2020)
რა სამარცხვინო ხარ, როგორ არ გასვენეს სააკაშვილის გამორჩეულობა! ვერც ერთ დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკოი, ყველა ერთად აღებულები, მას კოჭებამდეც ვერ შესწვდებით. ამიტომაა ასე ერთიანდ, იმის მაგივრად ოპოზიცია ბიძოს და ქოცისტანს ლანძღავდეს, მიშაზე აქვთ მიმართული ისრები, ძალიან მეცოდებით!!!

PRONELI   (16.08.2020)
ai qartuli mentaliteti,simartlis tqma samshoblos galatia da dedis gineba turme patriotizmi.martla vai chvens tavs,gagania omis dros tbilisis restornebshi dampitauri da saqartvelos gau gaus dzaxili samshoblostvis tavdadeba yofila.es mogonili saxelebit da klichkebit komentarebis cera raga jandabaa.

ბარნაბა   (15.08.2020)
ისე ლაპარაკობს ვითომ 2-ჯერ პრეზიდენტის მოვალეობას არ ასრულებდა იმ დროს.სინდისიც კაი ძროხაა,ნაგელი ქალი!:((

ИНЦИТАТУС   (15.08.2020)
Ес черчети дедекаци да ара марто ис гаидзахиан ром шеидзлебода омис тавидан ацилеба. Амаве дрос арцертс арасодес ар утквамс рогор. Хом шеидзлеба ертхел маинц ромелиме журналистма даусвас ес китхва имас висац екутвнис. Маграм рогор? сад внахот исети журналисти ромелиц амас моахерхебс, сакартвелоши асетеби ар ариан.

ჭორლეონე   (15.08.2020)
დროა დაანებო თავი პოლიტიკას და მემკვიდრეებიც უკან გაიყოლო. ვეღარ იშოვი ფულს სამშობლოს ღალატით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×