რეზონანსი
15.08.2020

უშველებელი ღალატი იყო იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი აღნიშნულით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

„2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

საქართველოს მხარე არათუ არ პასიურობს, არამედ წლების განმავლობაში ინტენსიურად იცავს ქართულ პოზიციას. ეს პასიურობა არის თემა, რომელიც შემოგდებულია, რისთვის არ ვიცი. როგორ შეიძლება ამ პასიურობით, ერთი შეხედვით შეაფასო და დასკვნა გააკეთო, რომ მოსამართლეები სხედან და იმას ელოდებიან, როდის იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე აქტიური. ყველა მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, დევს. წლები დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ იმ პერიოდისთვის გადამალული თუ არარსებული ცნობები და მტკიცებულებები შეეგროვებინა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (15.08.2020)
Ребе! Шен ра, сул фехебзе ар гкидиа рогори икнеба квекана момавалши?

რუსეთი ოკუპანტია   (15.08.2020)
შე დედამოტყნულო 8 წელი რო ერთი და იგივეს გაიძახი რო დევხარ პარლამენტში ვაბშე რას აკეთებ რას აქამდე სად იყავით ერთიდაიგივეს რო გაიძახით ნაცები არ მოვლენ მაგრამ თქვენც არ დარჩებით თქვე ღორებო ბიუჯეტის კრისებო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×