რეზონანსი
15.08.2020

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 12 დღემდე შემცირების გადაწყვეტილებას განმარტავს.

„გუშინდელი რეგულაციით საკარანტინო პერიოდი, 14 დღე შეიცვალა 12 დღით. ახლა ჩავთვალოთ, რომ კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება კონტაქტირებულების კვლევა და გამოვლენაც ნელ-ნელა მოხდება, ან არ მოხდება. ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ შეიძლება 12 დღედ განიხილებოდეს, უბრალოდ ჩვენ 14 დღე გვქონდა აღებული. ეს 12 დღე მოგონილი არ არის, ეს არის რეალური, მე-12 დღეზე რომ გაკეთდება ადამიანთან კვლევა, იმასთან თუ უარყოფითია პასუხი, ის კიდევ 24-48 საათი განიხილება, როგორც ჯანმრთელი, ასე რომ ამაში პრობლემა არ არის.

ადამიანებს გარკვეულწილად შეუმცირდებათ საკარანტინო პერიოდი, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია დღევანდელი სიტუაციიდან - დაავადების შედარებით შემსუბუქებიდან, რაც არამარტო დაავადების მიმდინარეობითაა გამოწვეული, არამედ ზაფხულის ცხელი პერიოდით და კიდევ სხვა კრიტერიუმებით. დღევანდელ სიტუაციას მეტ-ნაკლებად თითქოს, მსუბუქად განვხილავთ, მაგრამ ასე არ არის. ქვეყანაში 6 კრიტიკული და 19 მძიმე პაციენტია, ეს არ არის პატარა ციფრი ამდენი რაოდენობის პაციენტებში", - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×