რეზონანსი
15.08.2020

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება..

დავით ბაქრაძის თქმით, აგვისტოს ომის რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მაშინდელმა მთავრობამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ რეზოლუციაში ოკუპაცია ჩაწერილიყო, იონათამიშვილი კი, ამ ნაბიჯს მოღალატეობრივს უწოდებს.

„დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.

გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!!!" - წერს იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×