რეზონანსი
15.08.2020

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება.

როგორც დავით ქირიკაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა და უკვე დადასტურებული ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, სიტუაცია კონტროლირებადი, ეპიდსურათი კი სტაბილურია.

მერის მოადგილის განცხადებით, ბოლო დღეების მანძილზე ჯამში 500-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მხოლოდ 12 ადამიანის ინფიცირება დადასტურდა. ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერის წარმომადგენელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×