რეზონანსი
15.08.2020

კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„წუხელ ღამით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, - აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×