რეზონანსი
15.08.2020

მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა მძიმე დღეები გაიარა, თუმცი მისი მდგომარეობა ახლაც რთულია. ისრაელის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. 

ნუგზარ კვაშალი: „ზურას ფილტვის პრობლემა შეექმნა. გული მაგრად აქვს, საქართველოში ქართველმა ექიმებმა ოპერაცია გადასარევად გაუკეთეს. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ისრაელშია და დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ახლა მეგობრები შევიკრიბეთ და ჩვენ დავუსვით დიაგნოზი – ეს არის უთბილისობა. ის არის თბილისელი კაცი, რომელსაც თავისი ქალაქი სტკივა და ენატრება. მისნაირ ადამიანებს ძალიან უჭირთ სხვაგან ცხოვრება და ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი.

აქ საოცრად ლაღ ცხოვრებას იყო მიჩვეული. ბევრი კონცერტი, მეგობრები, სიგარეტი… ვერ გადავაგდებინეთ ეს სიგარეტი! ისედაც უზომოდ ბევრს ეწეოდა და იქ, დეპრესიის გამო, უფრო ბევრს წევდა. ამ ყველაფერმა კი თავი იჩინა.

ბინა ჰქონდა ბანკში ჩადებული. მერე აღარ მისცეს სესხი, რომ ის წინა სესხი გადაეფარა. საბანკო სისტემა არ დაუდგა გვერდით. ჩვენ კონცერტებიც ჩავატარეთ, რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ზურა ბევრს უყვარს და ყველა მის გვერდით ვიყავით, მაგრამ ის თანხა არ ეყო.

დაბალპროცენტიანი სესხი არ მისცეს, რომელსაც თავისი სიმღერითა და მუშაობით როგორმე დაფარავდა. ბინა გაუყიდეს. თანხის ნაწილი კი დარჩა, მაგრამ სხვა ბინა რომ ეყიდა, რას ეყოფოდა?! ორი შვილი ჰყავს, შვილიშვილები…

ახლა შვილებიც იქ ჰყავს. მუშაობენ და ოჯახს ეხმარებიან. აქ ამბობენ ხოლმე, ისრაელში 2-3 ათასი დოლარი აქვთ თვეში და რა უჭირთო. იქ 3000 დოლარი აქაურ 300 ლარს უდრის, რადგან ყველაფერი ძვირია.

იქ სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა საქართველოსთან შედარებით და ზურა იმას ვერ მიეჩვევა. ამიტომ მისი მეგობრები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკან დავაბრუნოთ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი ადამიანი ან ბანკმა მისცეს დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ოჯახი ნელ-ნელა გაისტუმრებს".

წყარო: „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×