რეზონანსი
14.08.2020

15 სექტემბერს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში მერხები 1 მეტრიანი დაშორებით დახვდებათ. დისტანცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციის გამო დადგენილი მოთხოვნების მთავარი პუნქტია. 

დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფიცირება ის საფეხურებია, რომელთა გავლაც სკოლაში შესვლამდე ნებისმიერი პირისათვის სავალდებულო იქნება. უსაფრთხოების წესების დაცვის პარალელურად, სკოლას შეეძლება თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი, მათ შორის განსაზღვროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, შემოიღოს ცვლებები და მეხუთე კლასიდან ზედა კლასების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოს ჰიბრიდულ მოდელსა. 

გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოდ მხოლოდ პირველიდან - მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის განისაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×