რეზონანსი
14.08.2020

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

„ეს იყო წერტილი, საიდანაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. საერთოდ აგვისტო მძიმე თვე გამოდგა ჩვენთვის. ამ პროცესში დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით და გავიხსენეთ აგვისტოს ომიც, გავიხსენეთ შინდისის გმირები, ახლა ვიხსენებთ აფხაზეთის ომში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას და, სამწუხარო, ოკუპაცია არის ჩვენი ჯერჯერობით გადაულახავი პრობლემა, რომელიც უნდა ვეცადოთ და შემდეგ თაობას არ დავუტოვოთ. ქვეყანაშ, სადაც ადამიანები, შიგნით, ჩვენს ქვეყანაში არიან დევნილები, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომ ჩვენი ძმებისთვის გავხდეთ უფრო მიმზიდველები. ეს არის ერთადერთი გზა, რამეთუ არ არსებობს ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა, მშვიდობისა და სიმშვიდის გარდა. ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (15.08.2020)
მშვიდობით და შრომით შეიძლება მაგრამ თქვენ მესამე გზა დაამკვიდრეთ და ამ გზით მიდიხართ....ტრაკის მიშვერით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×