რეზონანსი
14.08.2020

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელს როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ფაქტობრივად გურჯაანის ყველა სოფელი ფეხით შემოვიარეთ და გვახსოვს რამდენად რთული მდგომარეობა იყო ზუსტად ამ მიმართულებით. ჯანდაცვის სფერო რომელიც იყო გაუბედურებული და ჯანდაცვის მიმართულებით. ადამიანებს ელემენტარულად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახელმძღვანელოები ეყიდათ. და რეფორმა რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ადამიანის უფლებები გაუმჯობესდა კარდინალურად, ქვეყანაში თავისუფალი აზრის დაფიქსირება დანაშაული აღარ არის და ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. აქაც ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი ჩავაბარებთ წარსულს. პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ.

ჩვენ თითოეული ადამიანისთვის შევქმენით პირობები ბიზნესის დასაწყებად და ამისთვის არამხოლოდ ჯანსაღი ბიზნესგარემო შევქმენით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით გლეხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მათი ინიციატივების დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინერგა უამრავი პროგრამა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს ახალი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ნაშრომი დააზღვიოს და მოახდინოს მისი რეალიზაცია პრობლემების გარეშე, სახელმწიფოს გვერდით დგომით შეძლოს“, - განაცხადა კალაძემ. .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×