რეზონანსი
14.08.2020

კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო, დილის 4 საათზე შემოიყვანეს",- აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×