რეზონანსი
14.08.2020

„ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, - ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების პირობები, მოხუცებს ღირსეული სიბერე, ხოლო მშრომელ ადამიანებს სამართლიანი გარემო შეუქმნას.

„ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. თან ბევრი დრო არ გვაქვს, თან ეს პანდემია დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას ყველაფერი შევუქმნათ, რათა ქვეყნის შიგნით შიგნით კარგი განათლება მიიღონ, იყვნენ მაგრები, ეფექტურები, ხოლო და როცა გაიზრდებიან და სხვა ქვეყნების შვილებთან კონკურენციაში შევლენ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა იყოს ძლიერი.

ჩვენი ვალდებულებაა და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები მიხედილი იყვნენ, რათა მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ. სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად ცხოვრება განაგრძონ; მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, თავის ოჯახზე იზრუნოს და სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იყოს. ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის.

ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია: ბავშვი, ახალგაზრდა, მისი განათლება, მოხუცი და მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა. ჩვენ კიდევ ყველამ უნდა ვიშრომოთ. ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი სამართლიანი გარემო უნდა შექმნას, რასაც ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (15.08.2020)
გიორგი გაიხარე მაგარი კაცი ხარ მეგრელებს ერთი ზვიად გამსახურდია ჰყავდათ კაცური კაცი და მეორე შენ ხარ.ღმერთი იყოს შენი მფარველი გაიხარე.

ჭორლეონე   (14.08.2020)
იდი ნახუი

ИНЦИТАТУС   (14.08.2020)
Гаачниа вин кавс мхедвелобаши рпемиерис мовалеобис шемсрулебел Гахариас. Ту коци арарис ис адамиани, машин рас изамт, даикидебт? Вава скан патронс. Магари сахелмцифо гваквс, магари мтавроба гваквс да магари премиерис мовалеобис шемсрулбелиц гвкониа. Зогиерти ситквеби да ситквата цкоба С. Зурабишвилис михедвит гавакете.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×