რეზონანსი
14.08.2020

მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ უბედურებას, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ვერ აარიდა.

"საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგნურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია ვერ აარიდა, რომელიც აგვისტოს ომმა გამოიწვია. შედეგად მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ამას გარდა, კოდორი დავკარგეთ, დავკარგეთ ახალგორი და გვყავს დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ანუ, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება. კარგად გვახსოვს, აფხაზეთის ომის შედეგად ჩვენი 300 ათასი მოქალაქე დევნილი გახდა. სულ რაღაც ათი წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (14.08.2020)
“ყველას კარგად მოგვეხსენება რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიმინალთან თანშრომლობით გამოირჩევა. გვინახავს კრიმინალური ავტორიტეტების მიერ “დალაგებული” არჩევნები, რვა სული ქურდი და ა.შ. “ქართულ, ჯიგრულ პონტში” გამოძიებულ საქმეებს კი ბოლო აღარ უჩანს. დაუსჯელობის სინდრომმა მოგვიტანა გაზრდილი კრიმინალი, რომელიც გომელაურის შეფასებით “ჩვეულებრივი ამბავია”.

---   (14.08.2020)
ბრეჟნევიც სულ მშვიდობაზე ლაპარაკობდა, როცა მისი ოჯახი ბრილიანტებში იხრჩობაოდა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×