რეზონანსი
14.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა.

მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.

„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ, ვენდობი ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პოსტიდან არა, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე პროკურორ მარიამ გოგორელიანის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, საქმის პროკურორი მას სთხოვდა ეთქვა, საიდან ჰქონდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეკას   (14.08.2020)
ლოგიკას სად ხედავთ. რომ გადაეცათ და გაექროთ მაშინ? როგორც სხვა დანარჩენი სამხილები?

ეკა   (14.08.2020)
ლოგიკური კითხვაა, მშობლებს თუ უნდათ საქმის გამოძიება თამარის პირადი ჩანაწერები გამომძიებლისთვის უნდა გადაეცათ და არა ჟურნალისტებისთვის!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×