რეზონანსი
14.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

როგორც თეონა თამაზაშვილმა ირაკლი შოთაძესთან თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის გამოძიებას ამ ეტაპზე ნდობას უცხადებს.

„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მიიღო პასუხი, რომ FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია.

ამასთან, თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა მისთვის დასმული შეკითხვების გამო, რომელიც დაზარალებულ მხარეს არაეთიკურად მიაჩნია, ბოდიში მოიხადა.

„პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ასე მითხრეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×