რეზონანსი
14.08.2020

ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაშიც და ორივე დაზარალებულ რეგიონში, მხედველობაში მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მართვადია და ძალიან ინტენიური გამოკვლევები მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესტიაში ყოველდღიურად 10-დან 15-მდე ეპიდბრიგადა მუშაობს.

„დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს დაბა მესტიაშიც. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და და ექნება სიპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს და დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კველვა. ასევე თუ არ აქვთ სიპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტრონ PCR-კვლევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები პანიკის საფუძველს არ იძლევა.

„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დაუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრბა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანთანათ მსუბუქდება. დიდი თავშეყრებისაგან თავი შევიკავოთ. თავი უნდა ავარითოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ძირს ოცნებ   (14.08.2020)
ო ცნებას არ მისცე ხმა ამირან თავი არ გაიფუჭო მკვლელებთან არ დაიჭირო საქმე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×