რეზონანსი
14.08.2020

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×