რეზონანსი
14.08.2020

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ჰყვება, რომ წყაროზე დაყრდნობით, აქვს ინფორმაცია, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან და სწორედ იმიტომ გადაწვეს ის ტერიტორია, რომ იქ შეიძლებოდა დნმ-ის პოვნა.

თამაზ ხომასურიძე ითხოვს მისი არასრუწლოვანი შვილი გაატარონ სიცრუის დეტექტორზე და ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების ჩანაწერი გავიდეს პირდაპირ ეთერში.

იგი საუბრობს პროკურატურის ბრიფინგზეც და სვამს კითხვას – მისი შვილი თუ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს, იგივე დროს, ასევე იგივე პიროვნება (ზ.ხ.) როგორ ესაუბრებოდა ამირხანაშვილს?

თამაზ ხომასურიძე საუბრობს მირიან ნიკოლაძეზეც და ამბობს, რომ იგი “იცავდა ნარკობარიგებს, რომლებსაც ათასობით შაქარაშვილი ჰყავთ დაღუპული”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (14.08.2020)
ეხლა ამბობ მაგას? მერამდენეჯერ ცვლით ჩვენებას?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×