რეზონანსი
14.08.2020

და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მუ­ქა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­ებს მი­მარ­თავს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვას სთხოვს. რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­სენ­ჯერ­ში" მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ნებს იღებს.

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემს "მე­სენ­ჯერ­ში" უკვე მუ­ქა­რე­ბი წა­მო­ვი­და არა მარ­ტო ჩემს, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, არ ვიცი ეს ტრო­ლე­ბი არი­ან თუ ვინ არი­ან, წარ­ვუდ­გენ სა­ელ­ჩო­ებს, მო­ვი­თხოვ ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი და­ვად­გი­ნო. არ მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რომ მათ და­ად­გი­ნონ, რად­გან მათ, არა­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­ტად, არ ვენ­დო­ბი.

უკვე მო­ვი­თხოვ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­მო­ი­ნა­ხოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ამ საქ­მეს ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ გა­ვა­კე­თებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. მთელ სა­ელ­ჩო­ებს მოვ­თხოვ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ცუ­ლი იყ­ვნენ.

მე არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არა­ნა­ი­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ მჭირ­დე­ბა... ეს თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ გაქ­ცე­ვა მალე. მე მინ­და, რომ და­ცუ­ლი იყ­ვნენ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და ჩემი შვი­ლე­ბი ", - გა­ნა­ცხა­და მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ძირს ქოცები   (14.08.2020)
ნაძირალა ბიძინამ გააღატაკა საქართველო და კრიმინალების თარეშის ადგილად აქცია საქართველო შენ ანაკონდა აე გეშინია არაფრის ხალხო არ მისცეთ ხმა ამ საზიზღარ არსებას გველ ოცნებას

ძუკუ   (14.08.2020)
ადვოკატი ხარ თუ მკვდარზე ვენოკი ვის რად უნდა შეზე მუქარა შე აფერისტო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×