რეზონანსი
14.08.2020

პატარა ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა დღეს 3 წლის გახდებოდა.

„დღეს 14 აგვისტოა.ანიტას დაბადების დღე. სამი წლის წინ შემოფრთხიალდა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი პატარა გოგო. შემოფრთხიალდა დაგეგმილზე მთელი ერთი თვით ადრე. თითქოს, ეჩქარებოდა მოსვლა და თავისი დიდებული „სამუშაოს შესრულება“: ესწავლებინა და გულში ფესვებგადგმული დაეტოვებინა ჩვენში სიკეთე და სიყვარული.

დღეს მისი დაბადების დღეა. დღეს აიდგამს ფეხს მისი სახელობის ფონდიც. ვულოცავთ ჩვენ თავებს. ვულოცავთ ყველას, ვის ცხოვრებაშიც წვლილს შეიტანს „ანიტას ფონდი“. ვულოცავთ მათ, ვინც სიკეთისკენ მიმავალ ამ გზაზე გამოგვყვება და გაგვაძლიერებს.

ჩვენ თქვენ შემოძახილს გამოვყევით, ჩვენო ადამიანებო, თქვენგან გამოვლენილ ნდობას და სითბოს მივენდეთ ჩვენის მხრივ.

ვიცით, ბოლომდე ვივლით ერთმანეთის მხარდამხარ #ანიტასსახელით #ანიტასგულისთვის

P.S ფონდის მუშაობის სპეციფიკასთან და ბენეფიციარების აყვანის პროცედურებთან დაკავშირებით აუცილებლად მოგახსენებთ მოგვიანებით“, – წერია „ანიტას ფონდის“ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Marina cheishvili   (14.08.2020)
Natelshi amkopos sheni suli patara angelozo uplis kaltastan zixar da patara angelozebis mparveli gaxdi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×