რეზონანსი
14.08.2020

გიორგი შაქარაშვილის ირგვლივ კიდევ ერთი საეჭვო საკითხია, რაზეც "ემპათიას" დირექტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია.  შაქარაშვილის ფეხსაცმელები და წინდები ჯერ არ უპოვნიათ და მათ არც არავინ ეძებს. მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ შაქარაშვილი დაიხრჩო, გვამს წინდები და ფეხსაცმელები ფეხიდან ვერ გაძვრებოდა, რადგან, მისი თქმით, დახრჩობის დროს სხეული შუპდება.

"ძალიან საინტერესოა, რომ ფეხსაცმელები და წინდები არ არის ნაპოვნი და არც არავინ ეძებს. სად წავიდა არავინ იცის. თუ კი ის დაიხრჩო, ამ დროს სხეული შუპდება და ვერ წაძვრებოდა. ღილებიც არ იყო გახსნილი. ბევრი კითხვის ნიშანია იმაზეც, რომ 900 მეტზეც არის ნამყოფი. მეორე ექსპერტიზაზე წერენ, ისეთი სწრაფი იყო მდინარე, ნავიც კი წაიღოო, ანუ თვითონ მიუთითებენ იმაზე, რომ მდინარის სიჩქარე სწრაფია, თუ ასე იყო მაშინ მდინარე გვამს 900 მეტრზე ვერ წაიღებდა", - განაცხადა "მთავარ აქცენტებში" მარიამ ჯიშკარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×