რეზონანსი
13.08.2020

მე გამოვთქვამ ჩემს, როგორც ერთი სპეციალისტის, ექსპერტის აზრს – მოველი და მგონია, რომ მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არ იქნება ის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს ჩემი რწმენაა, რომ ვინაიდან ქვეყანამ ისწავლა ოპტიმალური რეაგირება და დროული ინტერვენციების გატარება, აი, ამ შემთხვევების მატებისთანავე მყისიერად, იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ მეორე ტალღა იყოს ძალიან ძლიერი და დამანგრეველი, როგორც ამას მოელიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა – მაშინაც კი, თუ მეორე ტალღის დროს იქნება ასე თუ ისე სერიოზული მატება დაავადების შემთხვევების, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას შეხვდება სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×