რეზონანსი
13.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა. თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება.

მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

„ჩემი დაბულინგება იყო, მილიონჯერ მკითხეს რატომ არის მიხეილ რამიშვილი თქვენს გვერდით, რა ჰონორარს უხდით, თქვენთან საიდან მოხვდაო. პროკურორი იყო მარიამ გოგორელიანი, წერილი გიორგი კაპანაძის ხელში როგორ მოხვდაო, თან ერთხელ კი არ მკითხა, მილიონჯერ და მერე გამოვიდა და უსირცხვილოდ თქვა, ასეთი რაღაც არ ყოფილაო. თურე, ვიგონებ და ისე ვამბობ, აქამდე რატომ არ მოვიგონე და არ ვთქვი? შვილმკვდარ დედას მეტი საქმე არ მაქვს და ვიგონებ ვის, რა დავაბრალო?", - განაცხადა თამაზაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×