რეზონანსი
13.08.2020

პროკურორი მარიამ გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.

მისი თქმით, თამაზაშვილის მიმართ არავითარი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა.

"ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო", - განაცხადა პროკურორმა "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მამია   (17.08.2020)
ბულინგი არ სცოდნია მაგ ქალს რა არის

კოტე   (13.08.2020)
სამართლიანი და კანონიერი მოქმედებაა პროკურორის მხრიდან


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×