რეზონანსი
13.08.2020

შეკვეთილში მაშველებმა მოზარდი დები დახრჩობას გადაარჩინეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მოზარდი ტალღამ გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი ავრცელებს.

შეკვეთილის ზონაში განთავსებული მაშველების ხელმძღვანელი გიორგი გოგეშვილი აცხადებს, რომ ტალღების გამო, ურთულესი მდგომარეობა იყო, თუმცა მოზარდების გადრჩენა მოხერხდა.

"მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია. ტალღებს სწრაფად მიჰქონდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე. ისეთი ვითარება იყო, მოქცევა - ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები დავუტოვე. გოგონები კი სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე. ერთი უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორივე", - აცხადებს გიორგი გოგეშვილი.

„ცურვა ვიცი, თუმცა, უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე. საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერი ამაოა, არარაობა ხარ აღრენილი ზღვის წინაშე. ითრევს, გართმევს ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა. ვევდრებოდი ღმერთს და იმანაც, უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად" - ამბობს ოზურგეთელი ქალბატონი, ია ჭარხალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×