რეზონანსი
13.08.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს.

როგორც ცნობილია, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველების განცხადებით, ისინი პროკურატურის გაფრთხილებას მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე პროტესტს უცხადებენ და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელს არ მოაწერენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×