რეზონანსი
13.08.2020

მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება, - ამის შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მესტიაში განაცხადა.

მისი თქმით, მესტიის პარალელურად, ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ.

„გუშინწინ აღებული ტესტებიდან კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ყველა კონტაქტის გამოკვლევა განხორციელდა. დღეს დაიწყება გაფართოებული ტესტირებები მესტიაში. გუშინდელი გეგმა, რომ ფართოდ გაგვეშალა გეოგრაფია, ოდნავ შეიცვალა და დღეს მეტი მობილიზება მოხდება მესტიაში. თუმცა, პარალელურად რამდენიმე სოფელშიც არიან ეპიდემიოლოგები. რაც შეეხება ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანას, ეს პროცესი გრძელდება. სხვადასხვა სოფლიდან ჩამოგვყავს ტურისტები მესტიაში, ხოლო აქედან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაჰყავს საკარანტინო ზონებში", - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×